|
2020-01-23 16:29:08, 1503 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება. მისი თქმით, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით კომპანიასთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. „ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება, ეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მეორე: ფაქტი, რომ მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ დღეს, არ არის სწორი და მესამე - მოლაპარაკებები დასრულდა ცუდად, ესეც არ არის სწორი და ნაადრევი იყო მათი განცხადება. სადაც უნდათ, იქ იდავონ. რას აპირებენ ახლა, ჯერ სასამართლოდან ბოლომდე გამოსულები არ არიან, ნებართვა არ აუღიათ. თუ არბიტრაჟში უნდათ წასვლა, წავიდნენ. ჩვენ არ ვთვლით, რომ რამე ზარალი გვაქვს ვინმეზე ასანაზღაურებელი. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით. ნუ გვემუქრება ნურავინ არბიტრაჟით იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს უსამართლო და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს არ ვდგამთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)