23:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 16:11:52, 2275 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: კულტურის სამინისტროს გამოყოფა პარტიული აპარატის დასაქმებისათვის გადაგმული ნაბიჯია

„კულტურის სამინისტროს გამოყოფა არის არასწორი. მას სჭირდება მცირე ჯგუფი გონიერი ადამიანებისა, რომლებიც განსაზღვრავენ კულტურის პოლიტიკას“, - ასე ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

მისი თქმით, ყველაფერი პარტიული აპარატის დასაქმებისათვის გადაგმული ნაბიჯია.

„კულტურის სამინისტროს გამოყოფა არასწორია. მას სჭირდება მცირე ჯგუფი გონიერი ადამიანებისა, რომლებიც განსაზღვრავენ კულტურის პოლიტიკას.  ყველაფერი მიმართულია ზოგადად ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და კულტურაზე ცრემლების ღვრით და ვითომ სიკეთის კეთების ლოზუნგით არის საკუთარი ბიუროკრატიული და პარტიული აპარატის დასაქმებისათვის გადაგმული ნაბიჯი“,  - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებით, კულტურის სფეროს ცალკე სამინისტროდ გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics