23:10 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 13:13:20, 1287 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევაზე: რამდენიმე ათეული პროცენტით აცდა საბოლოო შედეგებს

„CRRC-ის ჩატარებული კვლევა არა სამი და ოთხი, არამედ რამდენიმე ათეული პროცენტით აცდა საბოლოო შედეგებს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.

მისი თქმით, CRRC-ის მიერ ჩატარებული 2016 წლის მარტის კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 15% ჰქონდა, ხოლო არჩევნებში ხმების 49% მიიღო და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

„CRRC-ის კვლევები არ არის ახალი, ტენდენციურობასთან მიმართებაში შეგვიძლია გავიხსენოთ CRRC-ის ჩატარებული 2016 წლის მარტის კვლევა, სადაც ქართულ ოცნებას ჰქონდა 15%. თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, მაშინ არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ აიღო 49% და მოიპოვა საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ჯიუტად, სამწუხაროდ, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ისევ CRRC ატარებინებს კვლევებს, რომელიც არა სამი და ოთხი, არამედ რამდენიმე ათეული პროცენტით აცდა თითქმის ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგებს, რაც აისახა ხოლმე  საარჩევნო შედეგებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics