2015-07-28 09:37:46, 569 ნახვა
საზოგადოება
თბილისიდან მცხეთის მიმართულებით საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
ოლიმპიადასთან დაკავშირებით, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება გადაიკეტება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, 29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი;
30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, აღნიშნულ თარიღებსა და მიმართულებებზე ავტომანქანებით გადაადგილებისგან მაქსიმალურად თავი შეიკავონ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან