|
2015-07-27 16:35:41, 676 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ გასვლითი სხდომა ფოთში გამართა
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ მორიგი გასვლითი სხდომა ფოთში გამართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დასაცავად და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, უწყება რეგიონებში საგადასახადო დავების განხილვას განაგრძობს. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მორიგი გასვლითი სხდომა მინისტრის, ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ქალაქ ფოთში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების სერვის-ცენტრში გაიმართა. საბჭოს წევრებმა ადგილზე 10-ზე მეტი გადამხდელის საჩივარი განიხილეს. “ჩვენ განვაგრძობთ ტრადიციას, რომელსაც ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და დავების განხილვის საბჭოს რეგიონებში მუშაობას გულისხმობს. დღეს ფოთში განვიხილეთ იმ მცირე მეწარმეთა დავები, რომლებიც სამეგრელოს რაიონში მუშაობენ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მეწარმეებთან ჰარმონიულად ვითანამშრომლოთ. დღეს განხილული საქმეებიდან უმეტესობა სწორედ გადამხდელთა სასარგებლოდ გადაწყდა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს რეგიონებში გასვლითი საბჭოს სხდომების გამართვას. ცნობისთვის, საგადასახადო დავების განხილვა რეგიონებში ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც, დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა. აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, რეგიონების მაცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შემოტანილი საჩივრების განსახილველად აღარ სჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გასვლით სხდომებს კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით მართავს.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)