22:52 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 15:29:57, 1508 ნახვა

საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები „ქართული ოცნების“ ოფისთან პანდის ნიღბებით მივიდნენ

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან პანდის ნიღბებით მივიდნენ.  

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები წარწერებით: "პანდას სახელს ნუ უტეხთ“, "ექაუნთები ხომ არ გათხოვოთ”.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სათამაშო პანდა დაუტოვეს.

მათი თქმით, „ქართული ოცნება“ უნდა მოეშვას საქართველოში რუსული პროპაგანდის გავცელებას და უარი თქვან მტრის ხმის გამხმოვანებელი ქარხნების აშენებაზე.

„ჩვენი გზავნილი არის ის, რომ უნდა მოეშვან რუსული პროპაგანდის გავრცელებას საქართველოში. საქართველო არ იქნება რუსული გუბერნია, ამაში უკვე ცალსახად დავრწმუნდით, რომ დასავლეთსაც აქვს ინტერესი ჩვენში. ეს იყო მკაცრი გაფრთხილება „ქართული ოცნების“ მიმართ. ჩვენც აქ შესაბამისად ვაძლევთ გაფრთხილებას „ქართულ ოცნებას“, რომ მოეშვან მტრის ხმის გამხმოვანებელი ქარხნების აშენებას“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics