19:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 14:16:58, 1792 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.6 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13.4 პროცენტიანი მატებით, რამაც 3.85 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.

„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 4.54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2019 წლის მესამე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები:


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics