04:54 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 19:18:27, 2200 ნახვა

კომენტარი
პროკურორი: „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გვარამიას და დამენიას ქმედებით, ტელეკომპანიამ ზიანი განიცადა

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის  ზვიად გუბელაძის თქმით,  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს, რომ მათ  წარადგინონ კონკრეტული დოკუმენტები, გამოკითხვის ოქმები, რომლითაც ისინი დაასაბუთებენ  რა ფაქტთან დაკავშირებით, რა დოკუმენტთან დაკავშირებით სურთ ამა თუ იმ მოწმის დაკითხვა. 

„ზოგადად პროცესი არ მიმდინარეობს  ვარაუდებთან დაკავშირებით, უნდა იყოს ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც დაეყრდნობა სასამართლო. ჩვენი არგუმენტი არის სწორედ ეს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არის დარღვეული, როდესაც დაცვის მხარე აპელირებს  სხვადასხვა პირების დაკითხვაზე. თუ ვინმე გარკვეულ ინფორმაციას ფლობს ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ნებისმიერი პირის დაკითხვა არის ბრალდების მხარისთვის საინტერესო, უბრალოდ, აქ არის ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი გარემოება, უნდა წარმოადგინოს კონკრეტულმა მხარემ  დოკუმენტაცია, ოფიციალური მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვეძლება ვივარაუდოთ, რომ ესა თუ ის პირი ფლობს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციას“,- განაცხადა პროკურორმა.

მან აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარეს გამოტანილი აქვს დადგენილება  და დაზარალებულად ცნობილია „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2“.

„აღნიშნული დადგენილება გაეცნო „რუსთავი2-ის“ წარმომადგენელს , კონკრეტულმა პირმა წაიკითხა დადგენილება, გაეცნო ასევე სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაზარალებულის წარმომადგენელმა თავი ცნო დაზარალებულად და განაცხადა, რომ ნამდვილად, ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას ქმედებით „რუსთავი2“-მა განიცადა ზიანი“,- განაცხადა ზვიად გუბელაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics