17:22 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 19:04:44, 1791 ნახვა

საზოგადოება
საგარეო - საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე, ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

„საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European proდuct carriers.

პარალელურად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა ტოგოს საელჩოსთან და დახმარება სთხოვა საკითხის მოგვარებაში.

 საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა გემთმფლობელ კომპანიასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებდა გამტაცებლებთან.

2019 წლის 4 ნოემბერს ტოგოში, ქ. ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ "Elka Aristotle"-ს.

თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გატაცებულ იქნა 4 მეზღვაური: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

ოთარ ვარდიძე ამჟამად იმყოფება ნიგერიაში, ქ. პორტ ჰარკურტის აეროპორტში და მიემგზავრება ქ. აბუჯაში, საიდანაც მოხდება მისი საქართველოში გამომგზავრება“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics