17:22 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 11:25:25, 850 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო მუშაობს  კრწანისის ტყეპარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე. ტყეპარკში სამეურნეო კოტეჯი გაიხსნა, რომელშიც სააგენტოს თანამშრომლები განთავსდება და  მათი ფუნქცია მოვალეობები იქნება კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა, პარკის პირველად დასუფთავება, ხმელი ხეების ჭრის კონტროლი და საირიგაციო კომუნიკაციების დაგეგმვა.

ველური ბუნების სააგენტოს  კრწანისის ტყეპარკი 2019 წლის მარტიდან შეუერთდა. სააგენტოს მიმდინარე  გეგმაა ტყეპარკის შეღობვის სამუშაოების განხორციელება , ტყის კორომების დეტალური ინვენტარიზაცია, სანიტარულ-მოვლითი ღონისძიებები და  მცენარეთა ჩანაცვლება. არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოების პარალელურად  მოხდება „საქართველოს წითელი ნუსხის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი სახეობების  ხე-მცენარეთა დიდი ოდენობებით ჩარგვა.

კრწანისის ტყეპარკი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. მისი ტერიტორიის  210 ჰა  წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics