06:13 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 14:22:55, 1689 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია: პარლამენტის შენობაში უფრო მძიმე უკანონობის სუნი დგას

„აქ, ამ შენობაში უფრო მძიმე უკანონობის სუნი დგას, ამას მოვერიოთ და როგორმე დავძლიოთ, თორემ ამ ყველაფერს ეშველება“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაურკვეველი ნივთიერების შეტანის ფაქტს.

მან ასევე ისაუბრა მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე და აღნიშნა, ცდილობს, კენჭისყრა შეაჩეროს.

„მე არავინ არ მინახავს, ალბათ, რომ გავედი მერე იყო.  რაღაცა სპეციფიური სუნი არის, მაგრამ ვერ გეტყვით რისი სუნია. აქ, ამ შენობაში უფრო მძიმე უკანონობის სუნი დგას, ამას მოვერიოთ როგორმე დავძლიოთ, თორემ ამ ყველაფერს ეშველება.  ყველანაირი მცდელობა მაქვს, რომ როგორმე ეს კენჭისყრა შევაჩერო. კომიტეტმა 5 კანდიდატს არ დაუჭირა მხარი, 5-ით ნაკლები საფრთხე არის ქვეყნისა და უზენაესი სასამართლოსთვის, მაგრამ ვინც დარჩა და ვინც დარჩება, როგორც ჩანს მაინც საფრთხე რჩება“,- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანა. კობახიძის განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. მან ასევე უსაფრთხოების მიზნით, დეპუტატებს და მედიას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics