|
2019-12-09 16:13:31, 1357 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდა
„რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს სრული პოტენციალი საქართველოში ყველაზე წარმატებული კლინიკა გახდეს“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა, რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, დღეს სამინისტროში გაიმართა, სადაც მინისტრი კლინიკაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაეცნო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულების განვითარების პერსპექტივებს. „რესპუბლიკურ საავადმყოფოს როგორც ინფრასტრუქტურულად ასევე შემადგენლობით გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებობები. მას აქვს სრული პოტენციალი იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ყველაზე წარმატებული საავადმყოფო და ჩვენ მათ გუნდთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ შესაბამისი წარმატების ერთობლივად მისაღწევად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრას რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე და მისი მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში ირაკლი გვაზავა ესწრებოდნენ. „დღეს საუბარი შეეხებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების პერსპექტივებს, რა და როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენს კლინიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, ბევრი პრობლემური საკითხი დავაყენეთ. ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლობა გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ველოდებოდით. სახელმწიფო კლინიკა განვითარდება და გახდება სრულიად კონკურენტუნარიანი დღევანდელ სამედიცინო ბაზარზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში ძალიან დადებით ძვრებს მოვახდენთ სამედიცინო საქმეში. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, ერთი კვირის შემდეგ გვექნება შეხვედრა, სადაც დეტალურად წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას და შეხედულებებს“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მსგავსი ტიპის შეხვედრები გრძელდება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეხვედრა გაიმართება ბავშთა ინფექციური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან.
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)