|
2015-07-23 14:37:50, 550 ნახვა
საზოგადოება
2015 წლის პირველ ნახევარში სასჯელს 146 არასრულწლოვანი განერიდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 6 თვის ანგარიში მოამზადა. ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის პირველ ნახევარში განრიდებისა და მედიაციის პროგრამით განრიდებულ იქნა 146 არასრულწლოვანი. ამათგან, 86 არასრულწლოვნის მიმართ შედგა მედიაცია. 2015 წელს განრიდებულთა მხრიდან განმეორებითი დანაშაული არ დაფიქსირებულა. „2014 წლის ბოლოს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ შეისწავლა პროგრამის მიმდინარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით და განვლილ გამოცდილებაზე დაფუძნებით მოამზადა ცვლილებების პაკეტი. რეფორმის შედეგად, მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა პროგრამის პროცედურებში, რამაც არასრულწლოვანთა განრიდება გააუმჯობესა და კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა შედეგი. ამ ცვლილებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართულთა რაოდენობა 2015 წლის პირველ ნახევარში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა. მედიატორის როლის გაზრდის შედეგად კი წარმატებით დასრულებული მედიაციის მაჩვენებელი, 2015 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.7-ჯერ (270%-ით) გაიზარდა, ხოლო წარმატებით დასრულებული მედიაციის კონფერენციების რაოდენობა 5,5-ჯერ (450%-ით) გაიზარდა“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის ჯონი კვინიკაძის თქმით, განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნისთვის წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე და დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება, გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. „პროგრამა ეფექტური საშუალებაა არასრულწლოვნის მართლშეგნების ხელშეწყობის, მისი რესოციალიზაციისა და დაზარალებულის დაკმაყოფილების თვალსაზრისით. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენით მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს. პროგრამა მიმართულია ქვეყანაში დანაშაულის პრევენციაზე“, - განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ. ცნობისთვის, წარმატებით დასრულებული მედიაციის მაჩვენებელი (საქმეებში, სადაც კონკრეტული დაზარალებული არსებობდა) არასრულწლოვანთა რაოდენობის მიხედვით ასეთია: 2013 წლის პირველი ნახევარი - 25 %; 2014 წლის პირველი ნახევარი - 16 %; 2015 წლის პირველი ნახევარი - 59%. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლიდან ამოქმედდა და 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ჯამში განრიდებულია 888 არასრულწლოვანი, დადასტურებული განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი კი მხოლოდ 4%-ია. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“.
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)