15:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-07 13:29:03, 1437 ნახვა

საზოგადოება
ელისაშვილი კახა ოქრიაშვილზე: როგორც ჩანს, დაინახა და იგრძნო, საით დაუბერა ქარმა

„როგორც ჩანს, დაინახა და იგრძნო, საით დაუბერა ქარმა და განსხვავებით სხვა მაჟორიტარებისგან, აშკარად მას ბარგი აქვს ჩალაგებული“, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დმანისში ყოფნისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, კახა ოქრიაშვილი იმ მაჟორიტარი ფეოდალების კოჰორტის წარმომადგენელია, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან.

„როგორც ჩანს, დაინახა და იგრძნო, საით დაუბერა ქარმა და განსხვავებით სხვა მაჟორიტარებისგან, აშკარად მას ბარგი აქვს ჩალაგებული. ახლა უნდა ჩვენკენ, აქეთა ოპოზიციისკენ ურთიერთობების დალაგება. არ დავმალავ, რომ რამდენიმე დღის წინ დამირეკა კიდევაც და პატივს გცემო, მითხრა, ჩემდა გასაკვირად. არადა ტელევიზორში მას ძალიან მწარედ მოვიხსენიებდი. აქ მოკლედ ბანერები და მთელი ქალაქი აქვს აჭრელებული ამ რაღაცა სმაილიკებით. ამის მიუხედავად, კახა ოქრიაშვილიც არის ზუსტად იმ მაჟორიტარი ფეოდალების კოჰორტის წარმომადგენელი, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი გუნდის წევრებთან ერთად დღეს დმანისში ჩავიდა,  სადაც უმრავლესობის დეპუტატ კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა აგრარული ბაზარი ცარიელი დახვდა. გარდა ამისა, მაჟორიტარი დეპუტატი სტუმრებს   ბანერით და სტიკერებით დახვდა, რომლებზეც წერია: „კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში“, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics