20:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 12:29:06, 1415 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 13 აპრილს  დაახლოებით 12:00  საათზე, ქ.თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში, ხელოსანმა თ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  ვ.კ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში დანით  ჭრილობები მიაყენა.

„დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ვ.კ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა თ.ფ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics