|
2019-12-02 15:45:36, 832 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბანკის მხარდაჭერით ლონდონში ფორუმი - UzInvest 2019 გაიმართა
ინვესტორებისთვის, ბიზნეს, საბანკო, ასევე სხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ლონდონში ფორუმი - UzInvest 2019 გაიმართა. ღონისძიების თემა უზბეკეთში ინვესტიციების შესაძლებლობებს და პერსპექტივებს შეეხებოდა. ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერებმა, ასევე უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას უზბეკეთში საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიებში და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები. თიბისი წელს UzInvest 2019-ის პარტნიორია. ღონისძიებას ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი გიორგი შაგიძე ესწრებოდა, რომელმაც ფორუმის პანელ-დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პანელ-დისკუსიის თემა უზბეკეთის ბაზარზე კომერციულ და საცალო საბანკო სექტორს და ამ სექტორის განვითარების შესაძლებლობებს შეეხებოდა, მათ შორის საბანკო სერვისების/პროდუქტების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. პანელის განსახილველ თემებს შორის უზბეკეთში კაპიტალის ბაზრების პერსპექტივა და სხვადასხვა მიმართულებით რეგულაციების არსებობის საჭიროება იყო.
(R)
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)