|
2015-07-22 16:20:00, 712 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ქეისები განიხილა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ქეისების განხილვა გამართა, რომლის მთავრი მიზანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და მათი ოჯახების პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა იყო. როგორც გამგეობაში განმარტავენ, „ერთი ფანჯრის“ პროინციპი გულისხმობს პრობლემის არსიდან გამომდინარე განხილვაში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა. „გუშინ განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10 ქეისი. თითოეულ მათგანის პრობლემას ძირითადად სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა იყო. დეტალურად მოხდა თითოეული ბენეფიციარის ქეისის განხილვა, შედგა აზრთა შეჯერება და გამონახეს პრობლემის მოგვარების გზები. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბენეფიციარებზე აიღო პასუხისმგებლობა უშუამდგომლოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ამ ოჯახების ხელახლა გადამოწმება და სტატუსის მინიჭება. გამგეობა უშუამდგომლებს სოფიკო შელიას რათა მის სამ შვილიან ოჯახს დაენიშნოს მარჩენალ დაკარგულის პენსია. გამგეობამ ასევე აიღო ვალდებულება ბინის ქირით გადაიყვანოს ერთი ოჯახი, ხოლო ერთ ბენეფიციარს დაუნიშნეს მომვლელი. ერთ–ერთ ბენეფიციარზე მეურვეობა დაეკისრა გამგებლის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში. ასევე მოთხოვნის საფუძველზე გამგეობის მხრიდან დაკმაყოფილდებიან ძვირადღირებული მედიკამენტებით“, - აცხადებენ ზუგდიდის გამგეობაში. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია უძღვებოდა და მას მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, დევნილთა სამმართველოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საინფორამციო ცენტრისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)