04:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 17:40:34, 1181 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ფისკალური ინსტიტუტები

სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ფისკალური ინსტიტუტები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრთა საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, ფისკალური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა, სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი განკარგვაა, რისთვისაც მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა.

„ძლიერი ფისკალური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, საჭიროა ხუთი ძირითადი მიმართულებით მუშაობა. ესენია: ფისკალური ჩარჩოს შემუშავება, ფისკალური გამჭვირვალობა, რისკების მართვა, ფისკალური წესები, ფისკალური საბჭოს შექმნა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართულია სწორედ ამ მიზნების შესრულებისკენ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics