|
2015-07-22 13:01:39, 678 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, „ნიკორამ“ პოლიეთილენის პარკები ბიოდეგრადირებადით ჩაანაცვლა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ნარჩენების მართვის ახალი მიდგომების დანერგვის პარალელურად პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ აქტიურ კამპანიას აგრძელებს. სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს. სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორა“ პირველია სუპერმარკეტებს შორის, რომელმაც სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, პოლიეთილენის პარკები სრულად ჩაანაცვლა ბიოდეგრადირებადით. „ნიკორას“ დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სტუმრობდა. სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერენ საქართველოში არსებული მსხვილი სავაჭრო ქსელები და წლის მანძილზე პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ. პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას. სამინისიტრო ბიოდეგრადირებადი პარკებისა და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების დანერგვით ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)