10:56 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 09:26:57, 1152 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეს ზაზა ლიპარტიას თვალი დაუზიანდა ხოლო ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა

აქციის მონაწილე ზაზა ლიპარტიამ წყლის ჭავლის მოხვედრის შედეგად თვალი დაუზიანდა, მარცხენა თვალის დაზიანების პარალელურად ლიპარტიას სახლის მიდამო აქვს დაზიანებული, პაციენტი "ნიუ ჰოსპიტალში" იმყოფება.
ექიმების ცნობით ლიპარტიას ოპერაცია ესაჭიროება.
აქციაზე დაზიანდა "მთავარი არხის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილიც. მას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული. ექიმების ცნობით ჟურნალისტს ხელიც აქვს მოტეხილი.

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქციის მონაწილეები დაშალეს.. დასაშლელად აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთი მისცეს, თუმცა ისინი არ დაშლილან.  ულტიმატუმის შემდეგ აქციის მონაწილეები ტროტუარებზე გადავიდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 ნოემბერს გამთენიისას რუსთველის გამზირზე სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაშლის დროს პოლიციამ აქციის 28 მონაწილე დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics