|
2019-11-20 11:14:50, 2611 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - ჟენევის თანათავმჯდომარეებს ვთხოვე, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა საშუალება გამოიყენონ
„მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ ყველა საშუალება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ის სამოქმედო გეგმები, რომელიც საერთაშორისო მექანიზმების გამოსაყენებლად ყველაზე ეფექტური იქნება. „შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების კატეგორიული მიუღებლობა. განვიხილეთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ის სამოქმედო გეგმები, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვცემს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების საშუალებას. იმედი მაქვს, რომ პროცესი ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ქართველი ექიმის გათავისუფლებით დასრულდება. ჩვენ ასევე განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილი კრიზისული ჰუმანიტარული ვითარება, რასაც ნათლად ადასტურებს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს გამოიყენებენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე დაძაბულობის განმუხტვისა და შექმნილი ვითარების გადაჭრისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)