07:42 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 11:15:48, 842 ნახვა

საზოგადოება
ვიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთან ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხი განიხილა

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ერიკ დანიელ ბუნსკოგთან.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანანო დაკავება. ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ  აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. მან შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

საქართველოს მუდმივიწარმომადგენლის განცხადებით, ამგვარი საგანგაშო მდგომარეობა საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დროულ და ეფექტურ რეაგირებას. ვიქტორ დოლიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წითელი ჯვარი წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეღწევა და თხოვნით მიმართა ICRC-ს წარმომადგენლებს, მომავალში გათვალისწინებულ იქნას მათიოპერატიული მოქმედების მნიშვნელობა.

ვიქტორ დოლიძემ ასევე მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მონახულებისათვის და თხოვნით მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში, ოჯახის წევრებისთვის უზრუნველყოფილ იქნას  ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების შესაძლებლობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ ყოველდღიური კავშირი აღნიშნულ საკითხზე და მოვლენების განვითარების კვალდაკვალ გაცვალონ ინფორმაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics