13:00 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 19:40:13, 1350 ნახვა

კომენტარი
სუბარი - ადამიანურ ჩარჩოებს ცდება გრიგოლ ვაშაძის ქმედება, რომელიც სპეცრაზმელებს ხელებს უტყაპუნებდა

„ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები სამართალდამცველებზე, განსაკუთრებით გამოვყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გაუგონარ ქმედებებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო, „ნაციონალური მოძრაობა“ მწარე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

„იმ დროს, როდესაც პოლიცია მოქმედებდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, სპეცრაზმი მოქმედება კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციელებზე და განსაკუთრებით გამოვყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მათი პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის გაუგონარ ქმედებას, როცა თავს დაესხა სპეცრაზმელებს და ხელებს უტყაპუნებდა მათ. ეს ცდება ყველანაირ ადამიანურ ჩარჩოებს, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და ბუნებრივია, ამის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიხდის ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშვადა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დღევანდელ აქციაზე 18 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics