18:47 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 15:03:30, 2834 ნახვა

რეგიონი
ზამლეთის თემში სახალხო დღესასწაული „ზამლეთობა“ გაიმართა

ზამლეთის თემში სახალხო დღესასწაული ,,ზამლეთობა" გაიმართა.

დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, საზოგადოება ,,ზამლეთელის“ წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ზამლეთის თემისთვის დამახასიათებელი ისტორულ - ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნიმუშები. გამოფენილი იყო სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმის ექსპონანტები.

გაიმართა სპორტული შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, ჭადრაკში და შაშში. კულტურულ ნაწილში მონაწილეობდნენ ანსამბლები ,,შუახევი“, ,,ფესვები“, ,,ხევი“ და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა.

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში საპატიო ზამლეთელის დაჯილდოვება გაიმართა. ზამლეთელის წოდება წელს 4 მოქალაქეს მიენიჭა.

პატარების გართობაზე ზრუნავდა გასართობი ცენტრი ,, ლულუს სახლი“.

საღამო გაგრძელდა ახალგაზრდული ნაწილით, სადაც წარმოდგენილი იყო ცოცხალი მუსიკა, პოეზია და სხვადასხვა გასართობი აქტივობები.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიევერკით დასრულდა.


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics