00:03 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 13:49:44, 1775 ნახვა

სამართალი
ვაჟა სირაძე პარლამენტში ცეცხლსასროლი იარაღის შეტანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჯა სირაძე პარლამენტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღის შეტანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც სირაძემ განმარტა, საკანონმდებლო ორგანოში მობილიზებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფი, რომელსაც სპეციალური აღჭურვილობა აქვს.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს დაგეგმილი არის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, შესაბამისად შსს-ს ადგილზე მობილიზებული ჰყავს პოლიციური ძალები, რომლებიც დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. ასევე შსს მოუწოდებს ყველას, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი. რაც შეეხება პარლამენტს, ადგილზე მობილიზებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზენით. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აქვს თავისი აღჭურვილობა და არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზე არ არის“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics