18:47 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 17:32:12, 2744 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ბათუმის უნივერსიტეტში განათლებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ სესიას დაესწრო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ სესიას დაესწრო, რომელიც განათლებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნებოდა.

შეხვედრაზე ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა ესტონეთის განათლების სისტემის გამოცდილებაზე ისაუბრა, იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში დოქტორმა ღასან ხალილმა ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული განათლების მნიშვნელობაზე, ხოლო აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა დამსწრე საზოგადოებას აჭარაში განათლების რეფორმის მიმდინარეობა გააცნო.

სესია დახურა პროფესორმა ლელა თავდგირიძემ, რომელმაც მონაწილეებს წარუდგინა გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს საპარტნიორო პროგრამის შედეგები უმაღლეს განათლებაში. სესიას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, ბათუმის სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და სტუდენტები.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics