|
2015-07-21 11:35:34, 491 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
ზუგიდის მუნიციპალიტეტში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. გამგეობის ინფორმაციით, ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რაიონების ძალოსანთა ჯგუფები მონაწილეობდნენ. საქართველოს ჩემპიონის ტიტული 105 კგ. წონით კატეგორიაში ზუგდიდელმა გიორგი ჩხეიძემ მოიპოვა, რომელმაც აკვრაში 195 კგ სიმძიმე დასძლია. ძალოსანთა გუნდურ ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ადგილი თბილისის ნაკრებმა მოიპოვა, მეორე ქუთაისის ხოლო მესამე ადგილზე ზუგდიდის ნაკრები გავიდა. ზუგდიდის ძალოსანთა ნაკრებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში შემდეგ წარმატებებს მიაღწია: გოგოხია მანუჩარი მე-2 ადგილი - 50 კგ, ჯალაღონია ლუკა მე-4 ადგილი - 56 კგ, ვეკუა გიორგი - მე-6 ადგილი - 62 კგ, ვეკუა ვახტანგი - მე-3 ადგილი - 69 კგ, ჩხეიძე გოგა - 1-ლი ადგილი - 69 კგ, ჯალაღონია ირაკლი - მე-3 ადგილი - 77 კგ, ჩხეიძე გიორგი 1–ლი ადგილი - 105 კგ. საქართველოს ჩემპიონატს ესწრებოდნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ასანიძე, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები, სამი ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული კახი კახიაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. გამარჯვებულები პრიზებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ კახი კახიაშვილი ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სიგელით დააჯილდოვა. ასევე ძალოსნობის განვითარებისთვის განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ზუგდიდის ნაკრების მწვრთნელი გიორგი ჩიქოვანი დაჯილდოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)