06:29 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 23:18:22, 1540 ნახვა

საზოგადოება
„ნუ გავიმეორებთ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას“ - მეუფე პეტრე ხელისუფლებას მიმართავს

„ნუ გავიმეორებთ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას, სადაც „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ პრინციპმა აღარ იმუშავა და ჩვენდა საუბედუროთ ახალგაზრდების სისხლის ცოდვა დაგვედო კისერზე“, - ამ სიტყვებით მეუფე პეტრე ხელისუფლებას მიმართავს.

მისი მიმართვა, ცოტა ხნის წინ, იღუმენია თამარ გამყრელიძემ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ხელისუფლებას! 

ქუდზე კაცი-საქართველოს გადასარჩენად. ნუ გაგვიჭირდება იმის აღიარება, რომ ერსა და ბერში არსებული კრიზისი ფარისევლობისა და არაქრისტიანული აზროვნები შედეგია!

​მთელი ერისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დადებული პირობა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ შეურაცხმყოფელია გადავაბრალოთ რამდენიმე დეპუტატის ახირებას, ისევე როგორ „გავრილოვის ღამის“ შემთხვევაში, რამაც გამოიწვია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამართლიანი პროტესტი.
როგორც უფალი ბრძანებს: თავის ამონთხეულს მხოლოდ ძაღლი უბრუნდება...
ნუ გავიმეორებთ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას, სადაც „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ პრინციპმა აღარ იმუშავა და ჩვენდა საუბედუროთ ახალგაზრდების სისხლის ცოდვა დაგვედო კისერზე.
​ვფიქრობთ, ერთადერთი გამოსავალია გონს მოვეგოთ და გამოვიყენოთ კანონის ფარგლებში არსებული ყველა საშუალება, რათა განიმუხტოს სამართლლიანი პროტესტი დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების პირობითა და მოლოდინით.
გვახსოვდეს, დღეს სამოქალაქო დაპირისპირება მხოლოდ დამპყრობლისა და ჩვენი საძაგელი მტრის ინტერესებშია და მის ოცნებას წარმოადგენს - რომლისგანაც გვიხსნას უფალმა, ამინ! 

+ მონა ღვთისა, მიტროპოლიტი პეტრე“ - ნათქვამია მეუფე პეტრეს მიმართვაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics