13:40 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 19:08:50, 2306 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ცქიტიშვილი: ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. მთავარი თემა ის ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.

საკითხის გარშემო მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს მოუწოდებს, ცვლილებას მხარი დაუჭირონ, რადგან, მისი განცხადებით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას აკისრია.

„ბევრი ვისაუბრეთ, ქმნის თუ არა სტაბილურობას ესა თუ ის სისტემა. არაფერი იმაზე მეტად არ ქმნის არასტაბილურობას ქვეყანაში, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ეს მომენტი. ხუთი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება. შევპირდით და ვესაუბრეთ საზოგადოებას იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება ცალსახა და პოზიტიურია. ის, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა ზოგიერთი პოლიტიკოსის, ჩვენი გუნდელების. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ. ამაზე პასუხისმგებლები ვიქნებით ისევ ჩვენ, ხელისუფლება. როგორც არ უნდა არ მომწონდეს ჩვენი ოპოზიცია, ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჩვენ გვაკისრია“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.  

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics