|
2019-11-13 17:52:16, 1915 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიუჯეტია
2020 წლის ბიუჯეტი ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიუჯეტია, რაც გულისხმობს სახელმწიფო უწყებების მიერ აღებული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შესრულებას, - განაცხადა ფინანსთა მიისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში, სახეზეა მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია.მისი თქმით, 2016 წელს მიმდინარე ხარჯი მშპ-ის 25.9% იყო, ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი 23.2 პროცენტია იმ ფონზე, როდესაც მომავალ წელს გაზრდილია სოციალური და განათლების ხარჯები. „მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიუჯეტია, რაც გულისხმობს, იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანად და დადგენილ ვადაში უნდა შეასრულონ აღებული ვალდებულებები და განახორციელონ დაგეგმილი პროექტები. ბიუროკრატიული ხარჯების ეკონომია არ გახლავთ მთავარი მიზანი. ჩვენ ვთვლით, რომ წმინდა მონეტარულ გამოხატულებაში მიღწეული ეკონომიის მასშტაბები საკმარისია და შემდგომი შემცირება მნიშვნელოვანი რისკის შემცველია. ამ პოზიციას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)