02:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 14:14:47, 2241 ნახვა

სამართალი
„გამოძიებამ აქციის მონაწილეებს სტანდარტული კითხვები დაუსვა“ - პროკურატურა მაკო გომურს პასუხობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა 20 ივნისის აქციის დროს დაშავებულ მაკო გომურს პასუხობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებამ აქციის დროს დაშავებულ კონკრეტულ პირებს სტანდარტული კითხვები დაუსვა, რაც კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურაა.

„20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა, სტანდარტული პროცედურები.

აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა.

20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 20 ივნისს დაშავებულმა მაკო გომურმა, რომელმაც აქციის დარბევის შედეგად თვალი დაკარგა, გუშინ განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაუკავშირდნენ და ჰკითხეს - „ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics