|
2015-07-19 10:56:30, 776 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში სილამაზის სალონები გაიხსნა
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სილამაზის სალონი გაიხსნა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სადალაქოების ფუნქციონირება, ასევე, დაიწყო N15 და N12 დაწესებულებებში, სადაც ის მსჯავრდებულები დასაქმდნენ, რომლებმაც სტილისტობის შემსწავლელი კურსები წარმატებით გაიარეს. გარდა იმისა, რომ მათ კონკრეტული ხელობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს, ისინი შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ. N5, N12 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სტილისტის პროფესიის დამადასტურებელი სერტიფიკატი უკვე 33 მსჯავრდებულს გადაეცა. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და განსაკუთრებით, მსჯავრდებულთა დასაქმების კომპონენტს, როგორც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ მიმართულებას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, პენიტენციურ და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში უკვე ფუნქციონირებს სამკერვალო და მაკარონის საწარმოები. უახლოეს მომავალში პურის საცხობისა და ფეხსაცმლის სამკერვალოს გახსნა იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)