03:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 14:06:47, 1575 ნახვა

სამართალი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვენენ

ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, მსჯავრდებულთა საჯარო სექტორში ანაზღაურებადი დასაქმების უპრეცედენტო პროექტი დაიწყო.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების 10 პატიმარი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი გახდა. ისინი ყოველთვიურად მიიღებენ სტაბილურ ხელფასს.
 
მსჯავრდებულები დოკუმენტაციის გაციფრულების სრულ პროცესში მხოლოდ გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სკანირებას განახორციელებენ. სამუშაოს დაწყებამდე, მათ სპეციალური მომზადების კურსი ჩაუტარდათ. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მომავალში საზოგადოებასთან მათ ინტეგრაციას და რესოციალიზაციას.
 
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2014 წლიდან მიმდინარეობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერების (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალებისა და სხვა აქტების) ციფრულ ფორმატში გადაყვანა, რაშიც ჩართული არიან პირობით მსჯავრდებულები  და  საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება, სულ მცირე, 1 000 000 აქტის ასახვა ელექტრონულ ბაზაში და მატერიალური ფორმის სააქტო ჩანაწერების სკანირება შესაბამის ელექტრონულ აქტზე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც,  იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, წარმატებით განახორციელა  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილი პირების და პირობით მსჯავრდებულების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა.

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics