2019-10-30 18:06:46, 1931 ნახვა
კომენტარი
მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი: მეუფე იოანეს ქმედებები გარკვეულ ვარაუდებს აჩენს
მუეფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ქუთათელ-გაენათლის კათედრაზე მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, იოანე გამრეკელის ქმედებებს ეჭვის ქვეშ აყენებს.
მისი თქმით, მეუფე იოანემ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის სასულიერო პირების ხელდასხმები, რომელმაც შესაძლოა საპატრიარქოს კარზე ერთგვარი დაპირისპირება გამოიწვიოს.
„ჩემთვის ცნობილია, რომ ქუთათელ-გაენათელის კათედრაზე დროებითი მმართველობის სტატუსით მივლინებული არის რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი. ამის იქეთ ძალიან ძნელია რამეს თქმა. გასაგებია, რომ თავის ფუნქციას ასრულებს, ჩადის ეპარქიაში, წირვა-ლოცვებს აღავლენს, როგორც ვხედავთ ხელდასხმებსაც ახორციელებს. ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ ვარაუდებს უჩენს ადამიანებს, მაგრამ ამაზე რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთება გამიჭირდება“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
ავტორი: ექსპრესნიუსი,