2019-10-30 14:02:04, 9648 ნახვა
მსოფლიო
კოლუმბიის დედაქალაქის მერი ლესბოსელი ქალი გახდა
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას მერი 49 წლის "მწვანეთა პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი კლაუდია ლოპესი გახდა.
აღსანიშვავია, რომ კლაუდია პოლიტიკაში 20 წლის წინ გამოჩნდა. მას კოლუმბიაში კორუფციასთან ბრძოლაში დიდი წყვლილი მიუძღვის. ლოპესმა ამომრჩეველთა ხმების 35,2% მიიღო და საკუთარ მეტოქეს, ლიბერალ კარლოს ფერნანდო გალანას (32,5%) რამდენიმე პროცენტით გაუსწრო.
"ჩვენ არა მარტო მოვიგეთ, ჩვენ ისტორია შევცვალეთ",-დაწერა საკუთარ Twitter-ში ლოპესმა.
ბოგოტას ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მერის არჩევნებზე ერთ კანდიდატს 1 მილიონზე მეტი ხმა მიეღოს. აღნიშნულ თანამდებობას ლოპესი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის დეკემბრამდე დაიკავებს. 2016 წელს კოლუმბია რიგით მეოთხე (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი) სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდა.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან