|
2019-10-29 14:40:07, 1825 ნახვა
საზოგადოება
ტაშკენტისა და მიმდებარე ქუჩებზე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები საკაბელოთი იცვლება
თბილისის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით „თელასი“ 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ საკაბელო ხაზებით შეცვლის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე, ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში "ინტერ რაოს" აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი გაეცნენ. ადგილზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც. პროექტის მიხედვით, ქვესადგურიდან „საბურთალო-1“ ცინცაძის, ტაშკენტის, დავითაშვილის და წულუკიძის ქუჩების გავლით ეწყობა ახალი საკაბელო ხაზი, ხორციელდება არსებული საჰაერო ხაზების და მათი ანძების დემონტაჟი. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანძები, რომლებიც წლების განმავლობაში ქუჩის შუა ნაწილში იყო განთავსებული სერიოზულ პრობლემას წამოადგენდა. „დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მოსახლეობას დავპირდით, რომ ტაშკენტის ქუჩაზე კორპუსებს შორის გადაჭიმული ელექტროგადამცემი ხაზების დემონტაჟს მოვახდენდით. კომპანია „თელასის“ წარმომადგენლებთან გვქონდა კომუნიკაცია და მივაღწიეთ შეთანხმებას. ელექტროგადამცემი ხაზები უკვე მიწისქვეშაა ჩატანილი. კარგი არ არის საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, ქალაქის ცენტრში ელექტროგადამცემი ხაზები ერთმანეთს ანძებით უკავშირდებოდეს, ვიზუალურადაც ცუდად გამოიყურება. მთლიანად მოიხსნება ბეტონის საყრდენები, გზაც გაფართოვდება და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, პრობლემების გარეშე გადაადგილდეს“,- განაცხადა კახა კალაძემ. ახალი საკაბელო ხაზის სიგრძე 2,66 კილომეტრს შეადგენს. საერთო ჯამში, მიწის ქვეშ დაიგება 16 კმ კაბელი. პროექტს „თელასი“ ნოემბერში დაასრულებს. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ ექსპლუატაციაში 50 წელზე მეტი ხნის წინ შევიდა. ხაზები საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და ეზოებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და მაგისტრალებზე გადიოდა, რაც ტექნიკური უსაფრთხოების თანამედროვე წესებს და ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. მოძველებული საჰაერო ხაზები ამახინჯებდნენ დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონის იერსახეს და საგრძნობლად აფერხებდნენ ავტომანქანების მოძრაობას.
(NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)