2019-10-26 12:26:17, 5076 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - ევაკუირებულია 50 000 ადამიანი [ვიდეო]
ამერიკაში, კალიფორნიის შტატში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მილიონობით ადამიანი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის 50 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მედიის ცნობით, ხანძრის ლოკალიზება ჯერჯეორბით ვერ ხერხდება. ცეცხლა ათეულობით სახლი უკვე გაანადგურა. ამ ეტაპზე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ლოს-ანჯელესში და სონომას ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძარს 1300 მეხანძრე ებრძვის. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.
BBC იტყობინება, რომ ერთ-ერთი ვერსიით ხანძარი მაღალი ძაბვის გადამცემ ანძაზე მომხდარი ავარიის გამო გაჩნდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან