07:43 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 16:55:53, 4212 ნახვა

მსოფლიო
ეკატერინა ზელენსკაია იაპონიის იმპერატორის კურთხევაზე „არასწორი“ კაბით მივიდა

22 ოქრომბრიდან იაპონიას ახალი იმპერატორი, ნარუჰიტო ჰყავს. ამ დიდ ამბავთან დაკავშირებით, ქვეყანაში მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან მაღალი რანგის სტუმრები ჩავიდნენ. დიდ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ეკატერინასთან ერთად მივიდა. უკრაინის პირველ ლედის ულამაზესი ლიმონისფერი კაბა, ხელის ჩანთა და ხელთათმანი ეკეთა. 

ცერემონიამ ბრწყინვალედ ჩაიარა, მაგრამ როდესაც სურათები უკრაინის სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, მომხმარებლების მხრიდან რეაქცია არც თუ ისე სახარბიელო იყო. 

უკრაინელების კრიტიკის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მათ პირველ ლედის ყვითელი ფერის კაბა ეცვა. საქმე იმაშია, რომ იაპინიაში ჯერ კიდევ VIII საუკუნიადან ყვითელი და მისი ყველა ელფერი მხოლოდ იმპერატორის და მისი ოჯახის წევრების ფრად ითვლება.

ამდაგვარი კანონი რა თქმა უნდა აღარ არსებობს, მაგრამ როგორც ყველამ ამომავალი მზის ქვეყანაში ტრადიციებს, როგორც არსად სხვაგან ისე იცავენ. 

უკრაინელები თვლიან, რომ ზელენსკის ცოლს პროტოკოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რადგან ასეთ ნიუანსებს სწორედ ეს სამსახური ამოწმებს.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics