2019-10-25 12:27:39, 1079 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე ამერიკელი სამხედრობის საქართველოში განთავსების ინიციატივაზე: ასეთი საკითხი აშშ-სთან არ განხილულა
პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით, Heritage Foundation-ის მკვლევარის, ლუკ კოფის ინიციატივას ეხმაურება.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამერიკის მთავრობასთან და კონგრესთან სამუშაო ფორმატებში ეს საკითხი არ განხილულა.
„ეს არის ექსპერტის მოსაზრება. ალბათ ქართველმა ექსპერტებმა უნდა უპასუხონ ამ მოსაზრებას. ჩვენ, ხელისუფლებას გვაქვს მუდმივი კავშირი და სამუშაო კომუნიკაცია ამერიკის მთავრობასთან, ამერიკის კონგრესთან და ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხების განხილვა ხდება იმ ფორმატებში. ასეთი წინადადება არ ყოფილა დასმული სამუშაო ფორმატებში, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,