2019-10-24 14:59:08, 1363 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე საოკუპაციო რეჟიმზე: განცხადება, რომ საქართველო პროვოკაციისთვის ემზადება არალოგიკური და გაუმართავია
საქართველოს პარლამენტის თავ,ჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას გამოეხმაურა.
თალაკვაძის თქმით, საქართველო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მშვიდობიანი გზით ემზადება.
„ოკუპირებული არის საქართველოს ტერიტორიები და იქიდან გვესმის ისეთი ბრალდება, რომ საქართველო ემზადება პროვოკაციისთვის. ელემენტარულად თვითონ განცხადებაც კი, გაუმართავი და არალოგიკურია. საქართველო ემზადება მშვიდობიანი გზით მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკური გაძლიერების, დემოკრატიის გაძლიერების და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
ავტორი: ექსპრესნიუსი,