|
2015-07-17 14:03:58, 579 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე ბათუმის „მოხალისეებს“ შეხვდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე ბათუმში პროგრამა „მოხალისეს“ მონაწილეებს შეხვდა. ცენტრის ინფორმაციით, ჯონი კვინიკაძემ და ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერმა თამარ სამსონიამ 140 „მოხალისეს“ სერტიფიკატები გადასცეს. ბათუმის იუსტიციის სახლის მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულები უფასო პირადობის მოწმობების აქციის განხორციელებაში, რომელიც 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც ქალაქ ბათუმის, ისე აჭარის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ მოხალისეებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროგრამა „მოხალისე“ მომავალშიც ჩვეულებრივად გაგრძელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა შეძლებს მასში ჩართვას. დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამა „მოხალისეს“ მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ცნობისთვის, პროგრამა „მოხალისე“ საქართველოს 13-ვე იუსტიციის სახლში მიმდინარეობდა. ორთვიან აქციაში სულ ჯამში 535 მოხალისე მონაწილეობდა. პირადობის მოწმობების უფასო აქციის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული დოკუმენტი 442 743-მა მოქალაქემ აიღო. აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)