07:43 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 14:52:44, 3432 ნახვა

მსოფლიო
მაიკ პომპეო: აშშ მზად არის თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

ამერიკის შეერტებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრაპმა მზად არის თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, - ამის შესახებ cnbc იუწყება. 

ამასთან, როგორც პომპეომ განმარტა, ტრამპი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრეა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ოპერაციას არ გამორიცხავს. 

გარდა ამისა, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ჯარის ნაწილი სირიაში დარჩება

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით შეწყვეტს

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიაში ჯარი 9 ოქტომბერს შეიყვანა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აღნიშნული ფაქტი ევროკავშირმა დაგმო. ევროგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა თურქეთის პრეზიდენტს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. პარალელურად ამერიკამ საკუთარი ჯარების სირიიდან გაიყვანა დაიწყო.  

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics