|
2015-07-17 13:00:13, 544 ნახვა
საზოგადოება
ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები გამოცხადდა
დღეს ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ წლევანდელი ფინალისტები დაასახელა. კონკურსზე წარდგენილი 315 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე, 46 საუკეთესო მოხვდა. ამით კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. „საბას“ წლევანდელი გამარჯვებულები კი სექტემბერში, “საბას” რიგით მე-13 საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდებიან. კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს და დააჯილდოვებს „საბას” პრიზითა და ფულადი პრემიებით. წელს „საბას“ კიდევ ერთი სიახლე აქვს: მისი მედია პარტნიორი ტელეკომპანია „იმედი“ გახდა. „საბას“ წლევანდელ დაჯილდოებას, პირდაპირ ეთერში, სწორედ „იმედის“ მაყუირებელი იხილავს და შეაფასებს. პრემიის მიზანია გასული წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები, უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი და, ასევე, ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანები. ცალკე გაიცემა პრემია “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”. ჟიურის მიერ ფინალისთვის შერჩეული წიგნები შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონული წიგნების სახლში „საბა“, ვებგვერდზე: saba.com.ge
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)