16:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 15:35:46, 1911 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა ნათია თურნავამ რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის" კონდენსაციური ელექტროსადგურის ოფიციალურ გახსნაში, რომელიც საწარმოს ენერგოხარჯებს 20 პროცენტით შეამცირებს.

სადგური აღჭურვილია Siemens - ის ორთქლის ტურბინის გენერატორით, რომლის სიმძლავრეც 9 მვტ-ია.

„მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მომელოცა რუსთავის აზოტისთვის ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება. მსხვილ ენერგომომხმარებელ საწარმოებში, როგორიცაა „რუსთავის აზოტი" ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ინერგება. ორთლის რესურსი, რომელიც იფრქვეოდა ატმოსფეროში, იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. ამით 20 პროცენტით ელექტროენერგიის მოხმარებას, ხოლო გამოთავისუფლებული ფულადი რესურსები მოხმარდება საწარმოში დასაქმებული 2000 ადამიანის ხელფასის გაზრდას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით,  სადღეისოდ, რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა.

აღსანიშნავია, რომ გენერატორი ელექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზე გამოიყოფა და აქამდე არ გამოიყენებოდა. ელექტროსადგური საწარმოს წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20 პროცენტს უზრუნველყოფს.

კონდენსაციური ელექტროსადგურის პროექტისთვის „რუსთავის აზოტმა" 5,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია  განახორციელა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics