2019-10-21 10:45:34, 3807 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა შესაძლოა Brexit-ი 2020 წლის თებერვლამდე გადადოს
ევროკავშირი Brexit-ს 2020 წლის თებერვლამდე გადადებს, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიმდინარე კვირაში ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში ვერ გაიყვანს, - ამის შესახებ The Times ევროგაერთიანებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, გადავადება "მოქნილი" იქნება, რადგან თუ პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს დაამტკიცებს, ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას უფრო ადრე შეძლებს. მაგალითად წყაროს შემდეგი თარიღები მოჰყავს: 1-ელი ან 15 ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი.
მედიის ცნობით, თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც კანონპროექტი არ დამტკიცდება ან პარლამენტი კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას გადაწყვეტს, ევროკავშირის ქვეყნები ვადას 2020 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებეს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან