09:03 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-20 11:51:24, 3668 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, თერჯოლაში მდებარე  სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელჩანთიდან 2 000 ამერიკული დოლარი მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.ქ.-მ მოპარული ფული ამავე კვების ობიექტის  ტერიტორიაზე არსებული ჯიხურის უკან გადამალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს,  მის მიერ მოპარული და გადამალული თანხა  ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics