18:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 18:36:32, 1945 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნისთვის გაერო 2 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორცილებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. 

გაეროში გამართულ შეხვედრაზე  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნის თაობაზე გაეროსთან შეთანხმებას მიაღწია, რომელშიც გაერო 2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

შეხვედრა გაიმართა ასევე ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს მათი ჩართულობა ქართული სტარტაპების განვითარებაში, ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს სტარტაპერები შეხვედრებს მართავდნენ სხვადასხვა ბიზნეს აქსელერატორთან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics