07:44 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 10:19:27, 1688 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 32 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics