16:54 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 10:05:33, 833 ნახვა

საზოგადოება
ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ კავსაძის ქუჩის გავლით იმოძრავებს

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი  მოძრაობის მიმართულება.

როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება.

"გარდა ამისა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics