19:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 16:41:37, 4337 ნახვა

ეკონომიკა
საშა ტერნესი - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ასეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარებას

„დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესგაერთიანების ყველა წევრმა გამოვთქვით შეხედულებები, თუ სად ვხედავთ გაუმჯობესების საჭიროებას და რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება. მინისტრი ძალიან დაინტერესდა აღნიშნულით და დაგვპირდა, რომ შეისწავლის ამ საკითხებს და შემდეგ შეხვედრებზე მათ კიდევ მივუბრუნდებით. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ასეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას“, - ამის შესახებ გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, საშა ტერნესმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ნათია თურნავას ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 „ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით. თუ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნესგარემო, ეს ნამდვილად დადებითად იმოქმედებს ქვეყანასა და მის განვითარებაზე," - განაცხადა საშა ტერნესმა.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს მსხვილი ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელები დაესწრნენ, სადაც იმსჯელეს  არსებული ბიზნესგარემოსა და გამოწვევების შესახებ. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალში დარგობრივ ჭრილშიც გაიმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics